კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგები სკოლის დირექტორის მიერ თანხის მითვისების ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ

21 იანვარი, 2009

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის პედაგოგთა ნაწილი განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სკოლის დირექტორის მფარველობაში ადანაშაულებს. პედაგოგთა თქმით, სკოლის დირექტორმა მარინე უტიაშვილმა სკოლის ბიუჯეტიდან თანხები არაერთხელ მიითვისა, რაზედაც არც სამინისტროს გენინსპექცია და არც ფინანსური პოლიცია რეაგირებას არ ახდენენ.

როგორც სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის სამეურნეო ნაწილის უფროსმა თემურ გორხელაშვილმა განაცხადა, დირექტორმა სკოლის ერთ – ერთ მასწავლებელს ვარსკვლავი გაუხსნა, რაზედაც სკოლაში დასაქმებულმა მუშებმა იმუშავეს, დირექტორმა კი ამ მომსახურებისთვის სკოლის ბიუჯეტიდან თანხები გაწერა და მიითვისა. გორხელაშვილი სკოლის დირექტორს სხვა დარღვევებშიც ამხელს. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, დირექტორი დაემუქრა, რომ თუ ჩივილს არ შეწყვეტს, სკოლიდან გააგდებს.

დირექტორის მიერ თანხის მითვისების ფაქტებზე სკოლის თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს და განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც აცნობეს, მაგრამ უშედეგოდ.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს სკოლის დირექტორი მარინე უტიაშვილი.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები