კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაქარია ქუცნაშვილი მამის დაპატიმრების მიზეზად ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს ასახელებს

26 იანვარი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია "კანონი ხალხისთვის" ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი მამის, პროფესორ ომარ ქუცნაშვილის დაპატიმრების რეალურ მიზეზად ხელისუფლების წინააღმდეგ მის გამოსვლებს ასახელებს.

როგორც ქუცნაშვილმა 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2007 წლის 22 დეკემბერს ომარ ქუცნაშვილს დაუკავშირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან და სთხოვეს იქ გამოცხადებულიყო, თუმცა ომარ ქუცნაშვილი არ მივიდა. „ამის შემდეგ 24 დეკემბერს მამაჩემს კიდევ  დაუკავშირდნენ და განმარტება მოსთხოვეს ნაციონალების შტაბში  არმისვლის გამო. ამაზე მამაჩემმა უპასუხა, რომ იგი პარტიების ოფისებში არ დადის, “ -  ყვება ზაქარია ქუცნაშვილი.

მისი თქმით, ნაციონალებთან ომარ ქუცნაშვილის დაბარებას ორი მიზეზი შეიძლებოდა ჰქონოდა, ან - ფულის მიტანა შეწირულობის სახით, ან გაფრთხილება, რომ მის შვილს ხელისუფლების საჯარო კრიტიკა შეეწყვიტა.

"შესაძლოა კიდევ ერთი მიზეზის არსებობა, შესაძლოა მამაჩემისადმი ამგვარი მოპყრობა მისმა მონაწილეობამ გამოიწვია 2007-2008 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებში. ომარ ქუცნაშვილი აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესებში და  უწევდა ორგანიზებას სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში მოღვაწე პირების აქციებში მონაწილეობას, არ მალავდა თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

იგი საუბრობს ყოფილ გენერალურ პროკურორ, ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრის დეტალებზეც.
„მას შემდეგ, რაც გავიდა მაჟორიტარულ არჩევნებში დარეგისტრირების დრო, შევხვდი  ზურაბ ადეიშვილს  და ვთხოვე, ნუ დასჯიდნენ ჩემი ოჯახის წევრებს ჩემი საქმიანობის გამო, რაზეც მისგან მივიღე პირობა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა. ამის შემდეგ, მამაჩემის მიმართ გამოძიება შეწყდა, ხოლო მისი კომპანიისთვის ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული ტექნიკა უკან დაუბრუნდა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, მოგვიანებით ომარ ქუცნაშვილი მაინც დააპატიმრეს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები