კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონული გაზეთი კახეთის გუბერნატორისგან განმარტებას ითხოვს

26 იანვარი, 2009

კახეთის რეგიონული გაზეთი "იმედი" კახეთის გუბერნატორისგან განმარტებას ითხოვს.  გაზეთი დაინტერესდა  იყო თუ არა გუბერნატორის  დავალება გურჯაანის პოლიციის უფროსის მიერ, ჟურნალისტების დაშინების მიზნით, მათი შეურაცხყოფა და განხორციელებული მუქარები.

"ბატონო გუბერნატორო, იყო თუ არა ეს თქვენი დავალება", - ამ სათაურით გამოქვეყნდა 22 იანვარს გაზეთ "იმედში" ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის სტატია.

"კახეთის გუბერნატორების ტრადიციას "თათი ყველგან" ღვინიაშვილიც პირნათლად იცავს.  გურჯაანის პოლიციის უფროსს, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში  რეგიონული ჟურნალისტები და მთელი ქართული მედია არაერთხელ გვაგინა და ნარკოტიკების ჩადებით დაგვემუქრა, თავისი მფარველობის მანტია საჯაროდ მოასხა. "სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში არ ვერევი", - მთელი სერიოზულობით ბრძანა ღვინიაშვილმა რადიო  "ჰერეთის" ეთერში.

ჟურნალისტების შეურაცხყოფის,  პოლიციის უფროსის მიერ ხულიგნობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით ღვინიაშვილის დამოკიდებულება  მოვისმინეთ – ის  "არ ერევა" და მაინც: "ბატონო გიორგი, მე არ ვარ პოლიტიკური რეჟიმის მძევალი, რადგან საბედნიეროდ თქვენი ზედამხედველობა იმ მედიასაშუალებებზე, სადაც ვმუშაობ,  არ ვრცელდება. მაქვს უფლება  მივიღო თქვენგან განმარტება: რა გაკავშირებთ პოლიციის უფროსის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის და დაშინების ფაქტებთან, უფრო კონკრეტულად კი, იყო თუ არა ეს თქვენი დავალება?"

აღნიშნულ საკითხზე კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. "გაზეთს გავეცნობით და თუ მივიჩნევთ საჭიროდ, გამოვეხმაურებით", - განაცხადა გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა მარი შაშვიაშვილმა. 

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები