კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუკუზნის სკოლის საკლასო ოთახებში თავზე აწვიმთ

28 იანვარი, 2009

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის მოსახლეობა განათლების სამინისტროსგან და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისგან ყურადღებას ითხოვს.
როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, სოფლის საჯარო სკოლის შენობა, სადაც 129 მოსწავლე სწავლობს, იმდენად დაზიანებულია, რომ წვიმის დროს წყალი საკლასო ოთახებში ჩადის.

სკოლის დირექტორის მაია სიდამონიძის განცხადებით, მწირი დაფინანსების გამო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებენ, რის გამოც, რამდენიმე თვეა, დახმარებისათვის განათლების სამინისტროს მიმართეს, მაგრამ სამინისტროში ამ საკითხით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლის შენობის სახურავი სასწრაფოდ არ შეკეთდა, გაზაფხულზე, წვიმების გამო, შესაძლოა, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალოს.
ქ. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში გვითხრეს, რომ უკეთეს მდგომარეობაში რაიონში არც სხვა სკოლებია.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები