კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის საკრებულომ 2009 წლის ბიუჯეტი კანონდარღვევით დაამტკიცა

29 იანვარი, 2009

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2009 წლის ბიუჯეტი კანონდარღვევით დაამტკიცა, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისის წარმომადგენლები საკრებულოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კახეთის ოფისში განაცხადეს, კანონით დადგენილი ვალდებულებების მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნება და საჯარო განხილვა არ მომხდარა, რითაც "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები უხეშად დაირღვა.

ბიუჯეტის პროექტი რომ არ გამოქვეყნებულა, ამას გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილიც ადასტურებს, თუმცა ბიუჯეტის დარღვევით დამტკიცებას უარყოფს. საკრებულოში განაცხადეს, რომ ამ კანონით ბიუჯეტითან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შესახებ არაფერი იციან.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები