კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ათობით გლეხი შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობისგან' შემოდგომაზე ჩაბარებული ყურძნის ფულის გადახდას ითხოვს

30 იანვარი, 2009

ათობით გლეხი შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობისგან" 2008 წლის შემოდგომაზე ჩაბარებული საბრენდე ჯიშის ყურძნის ფულის გადახდას ითხოვს.
გლეხების თქმით, ხელშეკრულების თანახმად საწარმოს მიღებული ყურძნის დავალიანება 2008 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა გაესტუმრებინა, მაგრამ გლეხებს კუთვნილი თანხები ამ დრომდე არ მიუღიათ. "თითქმის ყოველდღე ყვარელში დავდივართ, სადაც ამ კომპანიამ ყურძენი მიიღო, მაგრამ პასუხს არავინ გვცემს. რაც თანხა გვაქვს მისაღები, ნახევარი უკვე გზის ხარჯებში დავხარჯეთ", - აღნიშნეს გლეხებმა, რომლებმაც დახმარებისათვის "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისს მიმართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორის განმარტებით, შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის" დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის და მატერიალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით, ორგანიზაციის იურისტები, სასამართლოს, სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავენ. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" გლეხების ინტერესებს უფასოდ დაიცავს.
შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობის" ფინანსური მენეჯერის ალეკო დადიანის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები ყვარელში არაერთხელ ჩავიდნენ, თუმცა გლეხებთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები