კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყლის გადასახადის გადახდას აიძულებენ

3 თებერვალი, 2009

ქალაქ თელავში რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, მაგრამ წყალკანალის თანამშრომლები მათ გადასახადის გადახდას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  ემუქრებიან, რომ სასმელ წყალს ვერც დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ მიიღებენ - ამის შესახებ თელავის ტელეკომპანია "თანამგზავრის" პირდაპირ ეთერში კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილს ადგილობრივებმა განუცხადეს.

სიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხით დაინტერესდება და თუ "თელავის წყალკანალის" თანამშრომლები მომხმარებლებს გადასახადს უკანონოდ ახდევინებენ, ამისთვის მათ დასჯის.

ჩვენთან საუბარში "თელავის წყალკანალის" დირექტორმა გია ძამუკაშვილმა დაადასტურა, რომ ქალაქ თელავში, რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, თუმცა მათთვის გადასახადის გადახდის დავალდებულების ფაქტი უარყო.

ახალი ამბები