კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკიდურესად ღატაკი 89 წლის მარტოხელა ქალბატონი საარსებო შემწეობის გარეშე დატოვეს

7 თებერვალი, 2009

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებამ გურჯაანში მცხოვრებ 89 წლის მარიამ მამისაშვილს, რომელიც მარტოხელა მოხუცია და უკიდურესად ღატაკია, საარსებო შემწეობა შეუწყვიტა.

უკვე ოთხი თვეა რაც მამისაშვილი დახმარების გარეშეა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულამ 10 790 შეადგინა.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ლია სიბაშვილის განმარტებით, მამისაშვილს დაბალი სარეიტინგო ქულის გამო დახმარება დაენიშნა, მაგრამ იმის გამო რომ სოცაგენტის მიერ რამდენიმე გადამოწმების შედეგად მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე არ აღმოჩნდა, დახმარება შეუწყვიტეს. თავად მამისაშვილი კი ამბობს, რომ გადაადგილება უჭირს. ის  ახლობელმა წაიყვანეს მოსავლელად.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები