კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატმა გორში აქტიური მუშაობა დაიწყო

11 თებერვალი, 2009
გორში, სახალხო დამცველის აპარატს უკვე თავისი წარმომადგენლები ჰყავს. ომის შემდეგ  რეგიონში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები კიდევ  უფრო გააქტიურდნენ. სახალხო დამცველის ოფისი გორში სპორტ სკოლის შენობაში განთავსდა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის თქმით, მას შემდეგ რაც ოფისის პრეზენტაცია მოხდა, ბევრი ადამიანი აკითხავთ, უმეტესად ომით დაზარალებულები. სახალხო დამცველის ოფისის ამჟამინდელი ძირითადი ფუნქცია დროებით შესახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების მონიტორინგია.

"დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და  გადავცემთ მთავრობას მათ აღმოსაფხვრეკლად" - აცხადებს გოცირიძე.
სახალხო დამცველის ოფისის პრეზენტაცია ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამამ (UUNDP) რეგიონში მიმდინარე ადრეული რეაბილიტაციის პროგრამის პირველი შედეგები წარადგინა. გორში ოფისის გახსნას  საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე რუსუდან კერვალიშვილი ესწრებოდნენ.

თეა თედლიაშვილი, გორი


ახალი ამბები