კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლუკა რამაზაშვილი - პოლიტპატიმარი?

11 თებერვალი, 2009

პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელმა ადამიანის უფლებათა კომისიამ, გოგი თოფაძის ბიზნეს პარტნიორს და პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელს ლუკა რამაზაშვილს, შესაძლოა, პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭოს.

კომისიის წევრის ნანა კაკაბაძის განცხადებით, კომისიამ ამ დროისთვის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მხოლოდ 9 ადამიანის სია გამოაქვეყნა. "მუშაობას ვაგრძელებთ და იმ საქმეებს შორის, რაზედაც ადვოკატები მოსმენას მართავენ, არის ლუკა რამაზაშვილის საქმეც", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ. პოლიტპატიმრების საქმეებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად კონსერვატიული პარტიის წევრებიც სწავლობენ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა რამაზაშვილი პოლიციამ 2006 წლის იანვარში დააკავა.  თელავის რაიონულმა სასამართლომ რამაზაშვილი სახელმწიფო ქონების ქურდობაში, ყაჩაღობასა და გამოძალვაში სცნო დამნაშავედ და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 
 
 

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები