კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები გივი თარგამაძის განცხადებას აპროტესტებენ

11 თებერვალი, 2009

ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი განცხადებები მუქარად, ზეწოლად აღიქმება.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა ღლონტის განცხადებით, “მაესტოს” თანამშრომლები მკვეთრ  პროტესტს უცხადებენ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

“8 თებერვალს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ გივი თარგამაძემ, ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლებს ნარკომანები უწოდა და რუსეთის ინტერესების პროპაგანდაში და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. აგრეთვე შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია “მაესტროს” რესპოდენტებს. ტელეკომპანია “მაესტრო” გამოთქვამს მკვეთრ პროტესტს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო და აღიქვამს ამ განცხადებას როგორც ზეწოლას, მუქარას და საშიშროებას ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამდაგვარი განცხადებების შემდეგ დაარბიეს და დახურეს “ტელეიმედი”. ტელეკომპანიის თანამშრომლების სახელით გთხოვთ მხარდაჭერას. ერთად შევინარჩუნოთ საქართველოში არსებული თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი კუნძული, არ მივცეთ უფლება ხელისუფლებას დაარბიოს და დახუროს ამჯერად პატარა ტელეკომპანია “მაესტრო”, რომელსაც ფინანსების უქონლობის გამო დაცვაც კი არა ჰყავს”, _ აცხადებს ღლონტი.

მედიანიუსი

ახალი ამბები