როგორც გურჯაანის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა გლეხებმა გვაცნობეს, გასულ წელს საფერავის ჯიშის ყურძენი გურჯაანის ღვინის ქარხანას ჩააბარეს და მოლაპარაკებით გათვალისწინებული ვადის გასვლის მიუხედავად, კუთვნილ თანხებს ამ დრომდე ვერ იღებენ.
"ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ თანხას 2008 წლის ნოემბრის ბოლომდე გადაგვიხდიდნენ, მაგრამ ფული დღემდე არ მოუციათ. ქარხანაში რომ მივდივართ, შიგნით არ გვიშვებენ, ტელეფონზე კი არავინ გვპასუხობს. დახმარებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ არავინ დაგვხმარებია", - აღნიშნეს გლეხებმა.
გელა მთივლიშვილი, კახეთი