კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორის დავალებით, კახეთში ბიზნესმენების ქონება ვიდეოფირზე აღბეჭდეს

12 თებერვალი, 2009

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დავალებით, რეგიონში მოქმედი საწარმოების ქონება ვიდეოფირზე აღბეჭდეს. ამის შესახებ რამდენიმე მეწარმემ გვაცნობა.

ბიზნესმენების განცხადებით, საკუთრების გადაღებისათვის მათთვის ნებართვა არავის უთხოვია, თუმცა არცერთ მათგანს გუბერნატორის დავალების შესრულებაზე უარი არ უთქვამს. მეწარმეები ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ წილები მოსთხოვონ.

რატომ გადაიღეს კერძო საწარმოების ქონება, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას რეგიონის გუბერნატორისგან რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ გიორგი ღვინიაშვილი არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც შეხვედრაზე დაგვთანხმდა. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა კი განაცხადა, რომ კახეთში მოქმედი საწარმოებისთვის ბიზნეს კატალოგი მზადდება და გადაღება სწორედ ამისთვის დასჭირდათ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები