კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

34 ოჯახი შესაძლოა საცხოვრებლის გარეშე დარჩეს

19 თებერვალი, 2009
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #14-ში მცხოვრებლები ხელისუფლების ყურაღღებას ითხოვენ. მათი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ეზოში მიმდინარე ახალმა მშენებლობამ დააზიანა.

კორპუსი, რომელიც 1972 წელს აშენდა, მესაკუთრეები ამბობენ, რომ გააფრთხილეს 12 მეტრის სიახლოვეს მშენებლობა არ შეიძლებოდა. „შემდეგ შეიცვალა კანონები და ჩვენი ეზოს საზღვრები ორ-ნახევარი მეტრი დაგვიდგინა რეესტრმა. ახალი მშენებლობის შედეგად, სადარბაზოს კიბეები დაზიანებულია, დაბზარულია კედლები, ეზო გადათხრილია - ჩვენი საკუთრების უფლება ირღვევა“, - აღნიშნავს მოსახლეობა.
აღნიშნული კორპუსის მარცხნივ „გუმბათი 1“, ხოლო უკან - „პოლისი 2008“ აწარმოებს მშენებლობას.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ეს სამეზობლო დავაა და სამართალდამცავების მოსაგვარებელია: „მშენებლობაზე ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა გასცა. ზედამხედველობა კი აკონტროლებს, ხომ არ ირღვევა პროექტით გაწერილი ვალდებულებები“.

მაკა მალაყმაძე


ახალი ამბები