კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმუშევრების ნაცვლად ვაკანტურ ადგილებზე დასაქმებულებს ასაქმებენ

8 მარტი, 2009

რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის წევრი ზვიად ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ყვირალაშვილის განცხადებით, საკრებულო სოფლებში თანამდებობებზე ისთ ადამიანებს ნიშნავს, რომლებიც საჯარო სამსახურებში უკვე მუშაობენ, რაც შეუთავსებლობას იწვევს. 

ყვირალაშვილი, ამის მაგალითად, ცოტა ხნის წინ, სოფლის სანიაღვრე მეურნეობისა და წყლის ქსელების მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელად სოფელ ნანიანის გამგებლის დავით ზირაქაშვილის დანიშვნას ასახელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი ყვირალაშვილის ბრალდებებს არ უარყოფს. მისი თქმით, შეუთავსებლობა ნამდვილად არის და ზირაქაშვილი ერთ-ერთ თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს. 

ახალი ამბები