კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის კომუნალური სერვისის თანამშრომლები იანვრის და თებერვლის თვეების ხელფასს ითხოვენ

8 მარტი, 2009

შპს "გურჯაანის კომუნალური სერვისის" თანამშრომლები 2009 წლის იანვრის და თებერვლის თვეების ხელფასებს ითხოვენ.

როგორც მათ გვითხრეს, ხელფასების მიღების მოთხოვნით ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ განმარტებაც კი ვერ მიიღეს იმის შესახებ, როდის მიიღებენ კუთვნილ ხელფასს.

შპს "გურჯაანის კომუნალური სერვისი" ქალაქ გურჯაანის დასუფთავებისათვის ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ორგანიზაციის ბუღალტერის განცხადებით, მეეზოვეები და სხვა თანამშრომლები ხელფასებს მას შემდეგ მიიღებენ, რაც გამგეობა "კომუნალურ სერვისს" მომსახურების თანხას გადაუხდის.

ახალი ამბები