კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეწყრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

17 მარტი, 2009

მეწყრის შედეგად დაზარალებული დუმბაძეების 8 სულიანი ოჯახი უკვე ექვსი თვეა მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. სოფელ ახალშენში, სექტემბრის თვეში, მეწყერის შედეგად დუმბაძეების გარდა კიდევ სამი ოჯახი დაზიანდა. არც ერთ მათგანს დახმარება დღემდე არ მიუღია.

დუმბაძეების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, დღემდე მიწითაა დაფარული. ოჯახის წევრებმა ეზოში შესასვლელი მძიმე ტექნიკის დახმარებით, თვითონ გაწმინდეს. მათი თქმით, ყოველი გაწვიმებისას მეზობლებთან ხიზნავენ მცირეწლოვან ბავშვებსა და რძალს. გეოლოგების დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორია, სიცოცხლისთვის სახიფათოა. „როგორც გეოლოგები გვეუბნებიან აქ ცხოვრება არ შეიძლება. მთავრობის წარმომადგენელი არავინ მოსულადა დახმარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.  გვეუბნებიან, რომ  საშუალება არ არის - აცხადებს ზურაბ დუმბაძე.

ხელვაჩაურის რწმუნებული ახალშენის თემში რეზო თურმანიძე აცხადებს, რომ ოჯახები დახმარებას მიიღებენ, მაგრამ ვერ აკონკრეტებს როდის: „ვერ გეტყვით რა სახის დახმარება გაეწევათ მათ ფულადი სახით თუ გადასახლებით.  ეს საკითხი განიხილება და მთავრობა აუცილებლად გადაწყვეტს.“

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები