კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეიბორისტი არჩილ ბენიძე სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლეს

19 მარტი, 2009

დღეს ლეიბორისტული პარტიის წევრის არჩილ ბენიძის საქმესთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გირაოს გადახდის სანაცვლოდ ბრალდებულის სასამართლო პროცესიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც “მედიანიუსს” ბენიძის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა 7 თვის შემდეგ განაცხადეს, რომ თურმე არჩილ ბენიძე საზოგადოებისთვის საშიში პირი არ ყოფილა და ამიტომაც  აღმკვეთი ღონისძიება გირაოს გადახდით შეუცვალეს.

“ბენიძის შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ, პროკურატურაში თურმე დღეს მიხვდენენ, რომ ეს ადამიანი ნასამართლევი არ ყოფილა, კეთილსინდისიერი ადამიანია და ამიტომ მისი გარეთ ყოფნა საზოგადოებას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩემს კლიენტს აღმკვეთი ღონისძიების მოხსნის სანაცვლოდ გირაოს გადახდა შეუფარდეს და  სასამართლო პროცესიდანვე გაათავისუფლეს. გირაოს ოდენობა 2000 ლარს შეადგენს და თანხის გადსახდელად ერთი თვის ვადა მისცეს.  თუმცა ბრალდება არ მოუხსნიათ და სასამართლო პროცესები გაგრძელდება”, - აღნიშნა მარიამ ცუცქირიძემ.

ლეიბორისტული პარტიის წევრი არჩილ ბენიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლება 7 თვის წინ  ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები