კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი სახელმწიფო შეწყალების კომისიის დაშლას ითხოვს

19 მარტი, 2009

საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეკომენდაციით მიმართავს, რათა  ამ უკანასკნელმა დაშალოს არსებული და შექმნას „იდეალურად მოქმედი „შეწყალების სახელმწიფო კომისია“.

როგორც შუბარი აღნიშნავს  პატიმართა შეწყალების სფეროში სრული განუკითხაობა და ქაოსი სუფევს.  ამჟამად მოქმედი შეწყალების კომისია  ფიქციად გადაიქცა, რომლის მუშაობამაც აზრი დაკარგა. კომისიის მიერ რეკომენდაციაგაწეული პირები კვლავაც საპატიმროებში რჩებიან. სამაგიეროდ თავისუფლდებიან პატიმრები, რომელთაც  ვინ და რატომ გაუწია რეკომენდაცია ბუნდოვანი რჩება. ხშირია შემთხვევები, როცა შეწყალებაზე უარს უცხადებენ მსუბუქ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს, მაგრამ  ციხეს ისეთ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები ტოვებენ, როგორიცაა ნარკოტიკების გასაღება, წამება, განზრახ მკვლელობა და გაუპატიურება. „სწორედ ასეთი ბუნდოვანების, განუკითხაობისა და ქაოსის გამო ამ სფეროში ფეხი მოიკიდა როგორც ჩვეულებრივმა, ისე პოლიტიკურმა კორუფციამ. დამკვიდრდა პრაქტიკა, რომელიც, გარდა იმისა, რომ უსამართლო და ამორალურია, აშკარად დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს“, - ნათქვამია სოზარ სუბარის მიმართვაში.

სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა ახლად შექმნილი შეწყალების კომისია იმ პირებით დააკომპლექტოს, რომელთაც  იგი ენდობა და რომელთა აზრსაც რეალურად ითვალისწინებს. ამ კომისიის გადაწყვეტილების გარეშე არავის შეწყალება არ უნდა ხდებოდეს.
„მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გახდება გამჭვირვალე სახელმწიფოსა და პრეზიდენტის პოლიტიკა მსჯავრდებულთა შეწყალების სფეროში, ნათელი მოეფინება,  ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს, ხოლო შეწყალების კომისიას დაეკისრება მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და კანონის წინაშე“, - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტს გადაეგზავნება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები