კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაკანტურ ადგილებზე დასაქმებისათვის კონკურსი 9 აპრილს დაამთხვიეს

20 მარტი, 2009

როგორც ჩვენთვის  გახდა ცნობილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული 47 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი 2009 წლის 9 აპრილს ჩატარდება. დასაქმების მსურველთა თქმით, გამგეობამ ეს რიცხვი სპეციალურად შეარჩია, რათა ამ დღეს, თბილისში, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი აქტიური ადამიანის მუნიციპალიტეტში დარჩენა უზრუნველყოს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ კონკურსის დებულება გამგეობის მიერ დაფინანსებულ გაზეთ  „გურჯაანში“  16 მარტს გამოქვეყნდა. დებულების თანახმად, კონკურსი ტესტირების სახით დებულების გამოქვეყნებიდან 3 კვირაში ტარდება, ანუ 2009 წლის 6 აპრილის შემდეგ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. კახეთის რეგიონულ გაზეთ „იმედში“  გამოქვეყნებული მონაცემებით, 47 ადგილზე დასაქმებას ამ დროისთვის 400-მდე მოქალაქე ითხოვს.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები