კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით იმუქრება

20 მარტი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრები 30 წლის ლია ბეროზაშვილი პროტესტის ნიშნად სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებასთან თვითმკვლელობით იმუქრება.

როგორც ბეროზაშვილმა განაცხადა, მისი ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, რის გამოც საარსებო შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგრამ იგი დღემდე დახმარების გარეშეა დარჩენილი. ბეროზაშვილი აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილება საარსებო შემწეობას მატერიალურად შეძლებულ ოჯახებს უნიშნავს, ღატაკები კი დახმარებას ვერ იღებენ. მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემას ყურადღებას არავინ აქცევს, რის გამოც პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობას აპირებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში კომენტარი არ გააკეთეს.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები