კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბურჯანაძის პარტიის წევრთა დაკავებას სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა

23 მარტი, 2009

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დღეს, დილით, საქართველოს სახალხო დამცველს აცნობეს, რომ დაკავებულია ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტიის  "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ცხრა წევრი. როგორც გაირკვა, ბათუმში დააკავეს ზურა ავალიანი, ნუგზარ გოგრიჭიძე და დათო გოგრაჭაძე, თბილისში ვახო ნარსია, მამუკა შენგელია, ვახო თუშმალიშვილი, როინ ბუღაშვილი, გიორგი გიას-ძე ბოლაშვილი (დაბ. 1981 წელს) და გიორგი ბოლაშვილი.

სახალხო დამცველის მოადგილე და რწმუნებულები დილიდან ცდილობდნენ დაკავებულთა მონახულებას. გაირკვა, რომ ბათუმში დაკავებული პირები გადმოჰყავთ თბილისში. რაც შეეხება თბილისში დაკავებულ პირებს, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა შს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობის ე.წ. "მოდულის” წინ და  ითხოვდა შენობაში შესვლას და დაკავებულების მონახულებას. სახალხო დამცველის მოადგილეს სრულიად უკანონოდ არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, თუმცა მოგვიანებით დაცვის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ეს იყო გაუგებრობა და სახალხო დამცველის მოადგილე და რწმუნებული შენობაში შეუშვეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის დაბრკოლების შექმნის ფაქტზე შედგა შესაბამისი ოქმი.

გიორგი ჩხეიძემ მოინახულა ორი დაკავებული – როინ ბუღაშვილი და გიორგი გიას-ძე  ბოლაშვილი. როინ ბუღაშვილს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანება, თუმცა დაკავების ოქმში ამის შესახებ აღნიშნული არ არის. რაც შეეხება დაკავების იზოლატორში გადაყვანის ოქმს, იქ დაზიანების შესახებ მითითებულია. რ.ბუღაშვილმა განაცხადა, რომ დაზიანება მან დაკავების დროს მიიღო დამკავებლის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. ამის თაობაზე სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეადგინეს ოქმი და აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ პროკურატურას, _ აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

"მოდულის" შენობაში ასევე იმყოფება გიორგი ბოლაშვილი, რომლის მონახულება ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან მის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს პოლიტიკური პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” სხვა დაკავებული პირების თავისუფლების აღკვეთის ადგილის დადგენაზე მუშაობას და აღნიშნული ფაქტების შესწავლას.

სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტით, რომ ამ დრომდე ვერ დგინდება დაკავებული პირების ადგილსამყოფელი და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაკავებულთა ადგილსამყოფელი, რათა კანონის შესაბამისად მისი რწმუნებულები შეხვდნენ მათ.

წყარო:  მედიანიუსი

ახალი ამბები