კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხის გამგებელი პოლიტიკური ნიშნით საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის გათავისუფლების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

27 მარტი, 2009

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი პოლიტიკური ნიშნით მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თანამდებობიდან ნუცა პაპავას გათავისუფლების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. გამგებელი ირწმუნება, რომ მას პაპავასთვის არც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოუთხოვია.

როგორც ცნობილია, ნუცა პაპავა რამდენიმე დღის წინ "ალიანსი საქართველოსთვის" ლაგოდეხის შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ პაპავამ განაცხადა, რომ ლაგოდეხის გამგებელმა მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა.

"თანამდებობიდან გათვისუფლებული არ ვარ, რადგან მე განცხადება ამის თაობაზე არ დამიწერია, თვითონ კი საფუძვლის მოძებნას ვერ ახერხებენ. თუმცა გამგებელმა თავად მითხრა, განცხადება დაწერე და წადიო", - აცხადებს პაპავა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი პაპავას განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამას საკუთარი პიარისთვის იყენებს, თითქოს თანამდებობის პირს, რომელიც ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლად დაინიშნა, პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

"მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ოპოზიციური გაერთიანების შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა, ის სამსახურიდან არ გათავისუფლდება. ადამიანი ახლაც ჩვეულებრივად განაგრძობს მუშაობას. იმის შიში, რომ ვინმე მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას დააწერინებს, პაპავას არ უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი ოპოზციას პიარისთვის სჭირდება", - განაცხადა ლაგოდეხის გამგებელმა.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები