კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიებს ეპატრონება

1 აპრილი, 2009

სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში მცხოვრები გლეხები და ფერმერები დახმარებას ითხოვენ. როგორც ფერმერებმა განაცხადეს, გაზაფხულზე, წყალდიდობის გამო, მდინარე ალაზანი კალაპოტს იცვლის, მარჯვნივ იწევს და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის დიდი ნაწილი აზერბაიჯანს რჩება.

"საქმე მხოლოდ გლეხებისა და ფერმერების საკუთრებაში არსებული მიწების დაცვას არ ეხება. ტერიტორიებს ვკარგავთ. საკუთარი ძალებით მოსახლეობა მდინარის ნაპირს ვერ ვამაგრებთ, ვერც იმას მივაღწიეთ, რომ მთავრობიდან ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს. ადგილობრივ და სამხარეო ხელისუფლებას არაერთხელ მივმართეთ, წერილებიც გავგზავნეთ, მაგრამ უშედეგოდ. ალაზანი ყოველდღე ანადგურებს ჩვენს სავარგულებს და გვაზარალებ" - აცხადებენ ფერმერები. მათივე თქმით, სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედიდან დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყარომდე აზერბაიჯანის მხარეს დღედაღამ მუშაობს მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანელები მდინარის მარცხენა სანაპიროს ამაგრებენ.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად მიმდინარე წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე თანხა გამოიყო. "ამ თანხით დაგეგმილია მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაც, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორიაზე. სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა", - განაცხადა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები