კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილს სამუშაო საათებში ქალებთან ერთად რესტორნებში სიარულს დაუშლიან

1 აპრილი, 2009

მიხეილ სააკაშვილის სადილობის წინააღმდეგ აქციების სერიები გრძელდება. 31 აპრილს  ღამით პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს არ მისცემენ სამუშაო საათებში რესტორნებში გადაადგილების უფლებას საეჭვო ყოფაქცევის ქალებთან ერთად. აღნიშნული ბრიფინგი მიეძღვა რესტორან “მეიდან პალასთან” დაკავებული ახალგაზრდული ფრთის 4 აქტივისტის დაკავების ფაქტს. ერთ-ერთი მათგანი - დაჩი ცაგურია სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელის ნაცვლად 400 ლარიანი ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილებით გაათავისუფლა. მოგვიანებით ბრიფინგზე მოსულმა ცაგურიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდები სააკაშვილს ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემენ. ახალგაზრდული ფრთა 9 აპრილამდე აქციების გამართვას გეგმავს ყოველდღიურად. 3 აპრილს ისინი გააპროტესტებენ მთაწმინდის პარკის გახსნას, რომელსაც პრეზიდენტი უნდა დაესწროს. ახალგაზრდა ოპოზიციონერების აზრით, სააკაშვილს უფლება არ აქვს გახსნას პარკი, რომელიც უკანონოდ ჩამოერთვა მის აღმდგენელს, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს.

www.fact.ge

ახალი ამბები