კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი 9 აპრილის აქციაზე სპეციალურ მონიტორინგს განახორციელებს

3 აპრილი, 2009

9 აპრილიდან დაგეგმილ აქციებზე სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურად შეკერილი ქუდებითა და მაისურებით  მონიტორინგს განახორციელებს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, შეკრებილმა საზოგადოებამ მათ ადვილად მიმართოს.

როგორც სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, დაგეგმილ აქციაზე  სახალხო დამცველის აპარატიდან მონიტორინგს 100 წარმომადგენელი განახორციელებს. მიტინგზე იმუშავებს ომბუდსმენის აპარატის რამდენიმე გადამღები ჯგუფიც. ამასთან, იმოქმედებს ცხელი ხაზი _ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს სახალხო დამცველის აპარატს ნომერზე 99 58 98 მიაწოდოს ინფორმაცია.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ყველა დარღვევის შესახებ ყოველდღიურად ინფორმაცია მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ბოლო წლების განმავლობაში  შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება  ხშირად ირღვევა. ვარდების რევოლუციის შემდეგ მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანები აქციებში მონაწილეობდნენ, 23 პირია დაკავებული. იმისათვის, რომ თითოეულ ასეთ დარღვევაზე სამართალდამცავების მხრიდან დროული რეაგირება მოვახდინოთ, ჩვენი აპარატიდან მკაცრი მონიტორინგი დაწესდება. იმუშავებს გადამღები ჯგუფები, ასევე ადგილზე იქნება მობილიზებული ჩვენი ავტომობილები. აქციის მონაწილეებმა დარღვევის შემთხვევაში, ჩვენს წარმომადგენელს იოლად რომ მიაგნოს, ამისათვის შეიკერა სპეციალური ფორმები. თითოეულ დარღვეულ ფაქტზე მოვახდენთ დროულ რეაგირებას და ყოველდღიურად დარღვევის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით. იმისათვის, რომ არ განმეორდეს ისეთი ფაქტები, როგორიც თუნდაც 31 მარტს  "მეიდანთან" შეკრებილების მიმართ განხორციელდა“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო : მედიანიუსი

ახალი ამბები