კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრებს ავტომანქანებს ორშაბათს დაუბრუნებენ

6 აპრილი, 2009

9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წარმომადგენლებს ავტომანქანებს ორშაბათს დაუბრუნებენ.

ამის შესახებ  თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავტომანქანები კერძო საჯარიმოზეა გადაყვანილი. მისივე თქმით, მოხდება დაჯარიმებაც, ვინაიდან ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ. ასეთ შემთხვევაში კანონი დაჯარიმებას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციამ  ოქროყანის ტრასაზე 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრებს ავტომანქანები ჩამოართვა.

9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრების ინფორმაციით, ისინი გვიან ღამით ოქროყანის ტრასაზე, სადაც საღებავებით წერდნენ  - „სირცხვილია“ პოლიციელებმა დაარბიეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და 7 ავტომანქანა წაართვეს.

interpressnews

ახალი ამბები