კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში “ალიანსი საქართველოსთვის” შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე დააკავეს

9 აპრილი, 2009

ქალაქ გორში პოლიციის თანამშრომლებმა “ალიანსი საქართველოსთვის” შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ მაყაშვილი დააკავეს.

როგორც “მედიანიუსს” ალიანსის გორის შტაბის წარმომადგენელმა დავით რაზმაძემ განუცხადა, თამაზ მაყაშვილი ქალაქის ცენტრში თავის ავტომობილში ჯდებოდა, როდესაც 07-ს მარკის ავტომობილით რამდენიმე პოლიციელი მივიდა და მისი დაკავება სცადა.

“მაყაშვილმა პოლიციას მოსთხოვა, მისი დაკავების მიზეზი დაესახელებინა, რაზეც სამართალდამცავებმა პასუხი არ გასცეს. ამის გამო, ალიანსის წარმომადგენელსა და პოლიციას შორის გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდა. საბოლოოდ, მაყაშვილის დაკავება მაინც მოახერხეს და ამჟამად გორის სასამართლოში მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით განიხილება, რაც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს”, _ განაცხადა დავით რაზმაძემ.

მედიანიუსი

ახალი ამბები