კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი გიორგი გეგეჭკორის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს

9 აპრილი, 2009

სახალხო დამცველი პირველი არხის შენობასთან მშვიდობიანი აქციის დაშლის გამო, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს.

ამის შესახებ სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სუბარის განცხადებით, ბოლო პერიოდში პოლიცია ტერორს ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც სარგებლობს შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებით.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მოძრაობა “რატომ ?”-ის წევრების მიერ გამართული აქცია, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს, ყოველგვარი გაფრთხილების და საფუძვლის გარეშე.

მან ასევე უსამართლოდ მიიჩნია პოლიციის მიერ დაკავებული პირისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის  400-400 ლარის დაკისრება, აღნიშნულ პირებს ჯარიმა დაეკისრა ქუჩის გადაკეტვის მცდელობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.
სახალხო დამცველმა, უარყოფითი შეფასება მისცა, აქციის დროს გაზეთ “ვერსიის” ჟურნალისტის ნინო კომახიძისა და ფოტორეპორტიორ ჯანა ხავთასის მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეურაცყოფის ფაქტს.

სოზარ სუბარმა გამოთქვა იმედი, რომ 9 აპრილს დაგეგმილი აქციების დროს, პოლიცია პატივისცემით მოეკიდება ფუნდამენტურ პრინციპს, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის შესახებ.

მედიანიუსი

ახალი ამბები