კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოძრაობა "რატომ!"-ის წევრებს ნიღბოსნებმა ავტომანქანა დაუზიანეს

10 აპრილი, 2009

საზოგადოებრივი მოძრაობა "რატომ!"-ის წევრებს ნიღბოსნებმა ავტომანქანა დაუზიანეს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საზოგადოების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა. მისი თქმით, ავტომანქანაში მათი ორგანიზაციის სამი წევრი იმყოფებოდა.

"რამდენიმე წევრმა მიტინგი დატოვა და სახლებში ბრუნდებოდა. ბარათაშვილის აღმართზე ისინი პატრულმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. ამ ფაქტის შემდეგ მათ სამი “ჯიპი” გაჰყვა, რომელშიც ნიღბოსნები ისხდნენ. მათ ჩვენი აქტივისტის მანქანას საქარე მინა დაუმსხვრიეს", - აღნიშნა კორძაიამ.

მისივე თქმით, ასევე 9 აპრილის ბაღში მათი აქტივისტი შეესწრო ფაქტს, როდესაც სპორტსმენები, პროფესიონალი მოკრივეები, ბაღში თითო-ოროლად მოსიარულე აქციის მონაწილეებს დროშებს ართმევდნენ და სცემდნენ. "სპორტსმენებს მათი საქციელის გამო ბაღში მყოფი ხალხი გამოელაპარაკა. მათი მეშვებით გაირკვა, რომ მოკრივეები იყვნენ", - განაცხადა კორძაიამ.

ახალი ამბები