კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” აქციის მონაწილეთა ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

10 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ცნობილია,  23.00 საათზე სამოქალაქო მოძრაობა „რატომ?“ წევრებს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. აქტივისტები ავტომანქანით ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როდესაც პატრულმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. საბუთების ჩვენების შემდეგ „რატომ?“-ის აქტივისტების მანქანას სამი ჯიპით უცნობი პირები დაედევნენ. ჯიპში მსხდომმა ნიღბიანებმა ორგანიზაციის  წევრების მანქანას ბარათაშვილის ქუჩაზე გზა ჩაუხერგეს და მანქანაში მსხდომ ბიჭებს თავს დაესხნენ. ორი მათგანი მანქანიდან გადმოათრიეს, ერთ-ერთი კი, პირდაპირ მანქანაში სცემეს. აქედან ერთ-ერთს - ირაკლი ხუხუნეიშვილს ცემის შედეგად ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ფიზიკური ძალის გამოყენებას აქტივისტების წინააღმდეგ  თავისუფალი აზრის დევნას უწოდებს, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს  საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს რეაგირებისკენ. "ადამინის უფლებათა ცენტრი“ გმობს   ყოველგვარი  საერთაშორისო დეკლარაციით აღიარებული და ნორმატიული აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები