კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატ ჯონდო ბაღათურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

10 აპრილი, 2009

პარლამენტთან მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დეპუტატ ჯონდო ბაღათურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოხდა მცირე შეხლა- შემოხლაც, თუმცა ვითარების განმუხტვა აქციის მონაწილეებმა მოახერხეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად შემოგზავნა პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის გამწვავებას და იმის წარმოჩენას, თითქოს აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმცირესობის წევრებისადმი აგრესიით არიან განწყობილი.

ინციდენტი პარლამენტთან მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღათურია ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადადგომის შესახებ ულტიმატუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის ლოგიკური გაგრძელება ეროვნულ დაუმორჩილებლობა იქნება.

“ასე გაგრძელებელა აღარ შეიძლება. ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს. როცა მოსახლეობის 90% არ სურს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება”, - აცხადებს დეპუტატი ბაღათურია.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები