კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ნიშნით თავდასხმებს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს

11 აპრილი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ცნობილია, განსაკუთრებით სისასტიკით სცემეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრებძ გოჩა თევზაძეს, ლაშა კუჭავას და ლევან კოტეტიშვილს აგრეთვე, ტაქსის მძღოლს თემურ ბუნტურს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ისინი დაწვრილებით ყვებიან თუ როგორ მოხდა თავდასხმა. ტაქსის მძღოლი თეიმურაზ ბუნტური ამბობს, ახსოვს ავტომანქანა, შავი "ბე-ემ-ვე", რომელშიც თავდამსხმელები იმყოფებოდნენ. მისი სერიაა LAS-433.

ამ ინციდენტის პარალერულად, კიდევ ერთი ცემის ფაქტი დაფიქსირდა.  მოძრაობა “რატომ?”-ის აქტივისტებზე თავდასხმა ორგანიზაციის ოფისის მახლობლად მოხდა. აქტივისტები ოფისში ბრუნდებოდნენ, როდესაც მათ თავს დაესხნენ “ოპელის” მარკის ორ ავტომანქანაში მყოფი პირები. თითოეულში დაახლოებით ოთხ-ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. ორგანიზაციის წევრებმა ამოიცნეს 24 წლის ოთარ დავითაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი.

“ადამინის უფლებათა ცენტრი”    ფიზიკური ძალის გამოყენებას აქტივისტების წინააღმდეგ  თავისუფალი აზრის დევნას უწოდებს, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს  საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს რეაგირებისკენ.

,,ადამინის უფლებათა ცენტრი“ გმობს  საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას. გარდა ამისა ორგანიზაცია მიმართავს შესაბამის უწყებებს გამოიძიოს მომხდარი ფაქტებიბ

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

ახალი ამბები