კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარს პარლამენტთან დამონტაჟებული კამერების ვიდეომასალის გადაცემაზე შს სამინისტრომ უარი უთხრა

13 აპრილი, 2009

სახალხო დამცველი იმ ვიდეომასალის გადაცემას ითხოვს, რომელიც პარლამენტის წინ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.

სოზარ სუბარის თქმით, დარბევის კადრების გადაცემა არ უნდა იყოს რთული ტექნიკურად, ვინაიდან ყველა ეს კამერა პარლამენტთან ახლოს არის დამონტაჟებული და უსაფუძვლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტი, რომ არ ჰყავთ პერსონალი და რთულია კადრების სწრაფად გადაცემა.

როგორც მან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ვიდეომასალის გადაცემის მოთხოვნით, თუმცა მათ იმ არგუმენტით, რომ არ ჰყავთ ტექნიკური პერსონალი და ტექნიკურად რთულია  ამ ვიდეომასალის გადაცემა, უარი უთხრეს.

სოზარ სუბრმა განაცხადა, რომ მიმართა პატრულის სამსახურს, მოითხოვა გამოძიების დაწყება, თუმცა უთხრეს, რომ დღეს საკმაოდ ბევრია კრიმინალური ფაქტები და ძალები არ ჰყოფნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი უთხრეს, რომ არსებობს პროვოკაციის საფრთხე, რის გამოც ვერ მივლენ პარლამენტთან და ვერ დაიწყებენ ფაქტის გამოძიებას.

სუბარის განცხადებით, ფაქტია, რომ პრესსამსახურის კარავი დანგრეულია, განადგურებულია ტექნიკა და გამომძიებლები გამოძიებას არ იწყებენ.
სოზარ სუბარი ამ დროისთვის პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე  იმყოფებიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები