კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტრასბურგის საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 16 აპრილს განიხილება

13 აპრილი, 2009

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს სარჩელს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 16 აპრილს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქსი” სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასამართლოში სარჩელი შეტანილია 2007 წლის მარტს, ევროპის კონვენციის 33-ე მუხლზე დაყრდნობით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს. ამ სარჩელში რუსეთს ბრალი ედება დეპორტაციის დროს ქართველი ემიგრანტების უფლებების სისტემატურ დარღვევებში.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ “სარჩელი ეხება მოვლენებს, რომელიც მოხდა 2006 წლის 27 სექტემბერს, რუსეთის ოთხი ოფიცრის დაკავების შემდგომ”. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური დეპორტაცია რუსეთიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. ამის გარდა, თბილისი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ პირობებზეც, რომელშიც  “როგორც მინიმუმ 2 ათას 380 ქართველი” იმყოფებოდა - ნათქვამია ევროსასამართლოს შეტყობინებაში და რუსეთის მხარე დადანაშაულებულია ქართველი ემიგრანტების დევნაში, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევაში.

ასევე, საქართველოს მთავრობის მტკიცებითვე, ორ ქვეყანას შორის საზღვრების დაკეტვამ, საფოსტო და საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ, ადამიანებს აუცილებელი დახმარების მიღების საშუალება შეუწყვიტა.

როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, მოსკოვში, საქართველოს განცხადებებს უსაფუძვლო უწოდეს, ხოლო თავად სარჩელს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ მიმართულად აფასებენ. “საქართველოს მხარე კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ მორიგი არა მეგობრული ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ, ცუდი ახალი ამბავია ორმხრივ ურთიერთობებში”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წყარო „ინტერფაქსი“

ახალი ამბები