კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო რეესტრმა პასპორტები შეცდომით გასცა

13 აპრილი, 2009

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 32 გვერდიანი პასპორტების ნაცვლად 42 გვერდიანი პასპორტების გაცემა დაიწყო. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 32 გვერდიანი პასპორტის აღებაც შესაძლებელია. 

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ცისმარი ნანუაშვილმა აცნობა, ახალი პასპორტების აღება დამატებით პრობლემებთან არის დაკავშირებული და ამასთან ერთად გაზრდილია თანხა ხუთი ლარით. როგორც ნანუაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადა,  გადაიხადა 48 გვერდიანი პასპორტის თანხა. გაზრდილი ვადის გასვლისა და დამატებითი თანხის გადახდის შემდეგ, აღებული პასპორტი 32 გვერდიანი აღმოჩნდა.

„პასპორტის ასაღებად 6 აპრილს ბარნოვზე ვიყავი დაბარებული, როცა მივედი მითხრეს,რომ 32 გვერდიანი პასპორტები ფიზიკურად არ ჰქონდათ და დამატებით 5 ლარის გადახდის შემდეგ დამიმზადებდნენ 42 გვერდიან პასპორტს. რადგან პასპორტი სასწრაფოდ არ მჭირდებოდა შემეძლო დაველოდებოდი 32 გვერდიანს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელმა მითხრა: -  როცა მიიღებენ ბრძანებას ძველი პასპორტების გაცემის შესახებ, მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი - ფული გადავიხადე, მეორე დღეს. ერთი დღის შემდეგ დამახვედრეს მზად პასპორტი.  როდესაც ჩემს მონაცემებს ვამოწმებდი აღმოჩნდა, რომ პასპორტი 32 გვერდიანია.“  განაცხადა მოქალაქე ცისმარი ნანუაშვილმა.

სამოქალაქო  რეესტრში ამ ფაქტს ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ და მოქალაქეებს ურჩევენ მივიდნენ იმ სამსახურში, სადაც პასპორტი აიღეს.  რეესტრის თანამშრომლები მოქალაქეს გადახდილი თანიხის შესაბამის პასპორტს მიაწოდებენ.

„საქმე გვაქვს ტექნიკურ შეცდომასთან, არანაირი პასპორტების გაცემა შეზღუდული არ არის, მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეები მიბრძანდნენ იგივე განყოფილებაში და მოხდება ამ შეცდომის გამოსწორება“ - განაცხადა საქართველოს სამოქალაქო რეესტრის საპასპორტოსა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს“ უფროსმა მამუკა სამხარაძემ.

თუკი მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ  სამოქალაქო რეესტრის სააგენტო რათა შეცდომა აღმოფხვრილი იქნას

ქართლოს შარაშენიძე

ახალი ამბები