კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლევან მიქელაძეს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ

21 აპრილი, 2009

“ალიანსი საქართველოსათვის’’ წევრის, აშშ-სა და შვეიცარიაში საქართველოს ყოფილი ელჩის ლევან მიქელაძის ბინაში წუხელ უცნობი პირი შეიჭრა.

“დინამოს” სტადიონთან, ცაბაძის #9-ში მდებარე ბინაში მხოლოდ ოჯახის დამხმარე ქალბატონი იმყოფებოდა. ლევან მიქელაძე ამერიკაშია.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფული მოითხოვა.

შემთხვევის ადგილზე   "ალიანსის" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები მივიდნენ.

როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, აქციის მონაწილეებზე გახშირებული თავდასხმების შემდეგ ეს შემთხვევა საეჭვოდ გამოიყურება. “თუმცა, არ მინდა, გამოძიების შეფასებამდე კონკრეტული შეფასება გავაკეთო”,- აღნიშნა ალასანიამ.

დავით ბერძენიშვილის თქმით კი, რაც უფრო გაჭიანურდება გამოძიება,  მით  უფრო გაიზრდება ეჭვები ხელისუფლების მიმართ.

საქმე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

"ინტერპრესნიუსი"

ახალი ამბები