კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოჭში ქართველი აგენტი დაკავეს

21 აპრილი, 2009

სოჭში ქართველი აგენტი მამუკა მაისურაძე დაკავეს როგორც სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, აგენტს საქართველოს ხელისუფლებიდან კონკრეტული დავალება ჰქონდა.

“ხელძღვანელობის დავალებით მაისურაძე 2007 წელს სოჭში, როგორც უკრაინის მოქალაქე, ისე ჩამოვიდა. უკრაინის მოქალაქეობა და სხვა საჭირო დოკუმენები მაისურაძემ ქართული სპეცსამსახურების დახმარებით, უკრაინული კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღო”, - აცნობა  „რია ნოვოსტის“ სანდო წყარომ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით კი, მაისურაძემ ქართული დაზვერვის სამსახურის თანხებით სოჭში ინტერნეტკაფე გახსნა, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშორმლებთან კონტაქტისთვის იყენებდა.

სააგენტოს ვერსიით, მაისურაძეს უნდა მოეპოვებინა ინფორმაცია სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

წყარო „რია ნოვოსტი“

ახალი ამბები