კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ეროვნული ფორუმის“ წევრს თავს დაესხნენ

22 აპრილი, 2009

„ეროვნული ფორუმის“ წევრს ელდარ ჭაფანიძეს, რომელიც ფოთიდან თბილისისკენ მომავალ კოლონას უნდა დაწეოდა, გზაში ნიღბიანები თავს დაესხნენ და სცემეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“  „ეროვნული ფორუმის“ პრესსამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა განუცხადა, თავდასხმა სოფელ სუფსასთან მოხდა.

„ოთხი ნიღბიანი პატრულის თანდასწრებით სცემდა ჩვენს თანაპარტიელს. ამ დანაშაულზე პატრულს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ჭაფანიძე ფოთიდან მოდიოდა, რადგან თბილისისკენ მომავალ კოლონას უნდა დაწეოდა",-განაცხადა პოპიაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაცემი ფოთის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონებიდან მომავალი კოლონა 17:30 საათისთვის თბილისის შემოსასვლელთან იქნება. კოლონებს ოპოზიციის ლიდერები მოუძღვებიან.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები