კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია „საკნების ქალაქს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც მოაწყობს.

23 აპრილი, 2009

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ოპოზიცია „საკნების ქალაქს“  საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინაც მოაწყობს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძე, 22 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, განაცხადა, რომ  ხვალ, 17.00 საათის საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ, რომელიც პარლამენტთან გაიმართება,  კოლონა დაიძვრება საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, სადაც მოეწყობა ისეთივე საკნების ქალაქი, როგორიც პარლამენტთან და თავისუფლების მოედანზეა.

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს 9 აპრილიდან მართავს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით. 21 აპრილს ოპოზიციამ სიმბოლური საკნები განალაგა პარლამენტის შენობის წინ, რუსტაველის გამზირზე და მის მიმდებარე თავისუფლების მოედანზე. ამის შედეგად რუსთაველის გამზირზე და  დედაქალაქის მთავარ მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთლიანად პარალიზებულია.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან „საკნების ქალაქის“  მოწყობას, სავარაუდოდ,კიდევ ერთი ცენტრალური ქუჩის, კოსტავას გამზირის პარალიზება მოჰყვება.

წყარო „media.ge“

ახალი ამბები