კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წუხელ 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრი სცემეს

23 აპრილი, 2009

წუხელ, დაახლოებით 22.00 საათზე ტოვსტონოგოვის ქუჩაზე 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრს მელორ ვაჩნაძეს სცემეს.

ამჟამად ვაჩნაძე გამოკვლევების ჩასატარებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მანამდე კი ის საზოგადოებრივი დამცველის ოფისში იმყოფებოდა როგორც ვაჩნაძემ განაცხადა, იგი ავტომანქანით მარჯანიშვილზე იმყოფებოდა, როდესაც მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თავს დაესხნენ უცნობები და “ოპელ-ვექტრას” მარკის ავტომანქანაში გადასვეს, წაიყვანეს ტოვსტონოგოვის ქუჩაზე და სცემეს. მისივე თქმით,  თავდამსხმელები ავტომანქანაში მის ჩაკეტვას ცდილობდნენ.

მელორ ვაჩნაძის განცხადებით, ცემის დროს ის ავტომანქანის უკანა სავარძელში იჯდა, თუმცა ვინაიდან წინა სავარძელი თავისუფალი იყო, მან მოახერხა წინა სავარძელზე გადასვლა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოსვლა და გაქცევა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები აცხადებენ, მელორ ვაჩნაძეს აქვს მხრის ტრავმა, ასევე აღენიშნება რამდენიმე ნაკაწრი კისრის არეში. მელორ ვაჩნაძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი დამცველის ოფისში ჩვენება უკვე მისცა.

წყარო „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები