კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია “იმედი” კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა

23 აპრილი, 2009

ტელეკომპანია “იმედი” კიდევ ერთმა ჟურნალისტმა , თეა სიჭინავამ დატოვა. თეა სიჭინავამ, რომელიც   საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკის“ კორესპონდენტი იყო, განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან იქ დამკვიდრებული ცენზურის გამო წავიდა.

უფრო ადრე ტელეკომპანია “იმედი” დატოვა ახალი ამბების  ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ, რომელმაც  განაცხადა, რომ მას აღარ შეეძლო ცენზურის ქვეშ მუშაობა.

„ჩემი, ისევე როგორც ჩემი მეგობრების პროტესტი,  მოჰყვა პატრიარქის გამოსვლის არასრული ვერსიის გაშვებას „ტელეიმედის“ ეთერში“, თქვა თეა სიჭინივამ.

საქართველოს პატრიარქმა,  9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, 8 აპრილს, მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას არ მიემართათ ძალადობისთვის, პატრიარქმა ასევე  მოუწოდა ჯარს, არ გამოეყენებინა ძალა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. პატრიარქის მოწოდების სწორედ ეს ნაწილი არ გავიდა   სამ წამყვან ქართულ არხზე, მათ შორის „იმედზე“.

„8 აპრილის შემდეგ მე სამსახურში არ მივლია. ხელმძღვანელობამ მთხოვა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიმეღო და აღდგომამდე მეფიქრა. თან, კიდევ ერთხელ საშუალება მომეცა დავკვირვებოდი ეთერს, ამჯერად,  როგორც მაყურებელს.

ჩემთვის ბევრი რამ ისევ მიუღებელი დარჩა, ამიტომაც 20 აპრილს არხის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში, ხოლო უკვე 22-ში ოფიციალურად დავწერე განცხადება წასვლის შესახებ“, თქვა თეა სიჭინავამ.

ჟურნალისტის თქმით, „ტელეიმედის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი:  ანა გოჩაშვილი, ნინი საყვარელიძე, “ქრონიკის” გამომშვები რედაქტორი ჯონი კალანდაძე და “ქრონიკის” პროდიუსერი თენგო მეზურნიშვილი, პროტესტის ნიშნად სამსახურში აღარ დადის. თუმცა  მათ ტელეკომპანიიდან  წასვლის შესახებ  საბოლოო გადაწყვეტილება  ჯერ არ მიუღიათ.

წყარო „media.ge“

ახალი ამბები