კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბადრი ბიწაძე შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს

23 აპრილი, 2009

სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ეს განცხადება ბადრი ბიწაძემ დღეს ცენტრის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "ვანო მერაბიშვილის უწყება აგრძელებს სასაზღვრო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებზე ზეწოლას, იბარებს მათ შს სამინისტროში, აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას და აიძულებს, მისცენ ცრუ ჩვენება ბიწაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არის ზეწოლა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო"- განაცხადა ბადრი ბიწაძემ. მისივე მტკიცებით, ის და მისი ოჯახი "მუდმივი პოლიტიკური ტერორის პირობებში ცხოვრობენ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ სულ მალე ანგარიშსწორების ტალღა თავად ხელისუფლებას შემოუბრუნდება". "ვაფრთხილებ ვანო მერაბიშვილს, შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა"- აღნიშნა ბიწაძემ.

წყარო „პირველი“

ახალი ამბები