კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ მარანთან საპატრულო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ინციდენტი მოხდა

24 აპრილი, 2009

დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალმა "ალიანსის საქართველოსთვის" კოლონამ სამტრედიასთან მდებარე სოფელ მარანთან საავტომობილო გზა გადაკეტა. როგორც "პირველს" ალიანსიდან აცნობეს, გზის გადაკეტვის მიზეზი სამართალდამცველებსა და კოლონის შემადგენლობაში მყოფ ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. კერძოდ, როგორც ალიანსის პრეს-სამსახურში გამარტავენ, პოლიციის თანამშრომლებმა კოლონას ჩამორჩენილი ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსი გააჩერეს და საბუთები მოსთხოვეს.

"მას შემდეგ, რაც აღნიშნული სამარშრუტო ტაქსის მღოლს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, ჩვენი ალიანსის ლიდერები უკან დაბრუნდნენ და მარანთან საავტომობილო გზის გადაკეტვა გადაწყვიტეს", - აცხადებენ ალიანსის პრეს-სამსახურში. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს ოპოზიციის ერთ ერთმა წევრმა ნანა გულორდავამ განუცხადა საჯარიმო ქვითრის გამოწერის შემდეგ მარშუტი პოლიციამ გამოატარა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები