კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"უცნობს" მარცხენა მერვე ნეკნი აქვს გატეხილი და თავის ქალის გარეთა ნაწილში მრავლობითი გემატომები აღენიშნება

7 მაისი, 2009

გიორგი გაჩეჩილაძეს ("უცნობი") მარცხენა მერვე ნეკნი აქვს გატეხილი. მას გამოკვლევა ღუდუშაურის კლინიკაში ამ წუთებში ჩაუტარეს.

გაჩეჩილაძეს ასევე გაუკეთდა თავის ქალის ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მას აქვს მრავლობითი გემატომა, თუმცა, თავის ქალის გარეთა ნაწილში და არა შიგნით.

ექიმები აცხადებენ, რომ გიორგი გაჩეჩილაძე საავადმყოფოში მთელი ღამე უნდა დარჩეს. ასევე, მთელი ღამით გეგმავდნენ ექიმები ლევან გაჩეჩილაძის საავადმყოფოში  დატოვებასაც, თუმცა, როგორც მისმა ახლობლებმა განაცხადეს, მას თვითონ არ სურდა საავადმყოფოში გაჩერება და რამდენიმე წუთის წინ მან ღუდუშაურის კლინიკა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებისთვის არაფერი უთქვამს.

რაც შეეხება დანარჩენ დაზარალებულებს, ღუდუშაურის კლინიკის მთავარი ექიმი ზაზა სინაურიძე ჟურნალისტებს ცოტა ხანში მიაწვდის ინფორმაციას იმ დაზარალებულების შესახებ, რომლებიც მკურნალობის კურსს ღუდუშაურის კლინიკაში გადიან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები