კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელევიზიის წინ მოწყობილ „საკნებთან“ აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა

8 მაისი, 2009

ტელევიზიის წინ მოწყობილ „საკნებთან“ აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც აქციის მონაწილეებმა „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, რამოდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოეკიდა მელორ ვაჩნაძეს, რომელმაც ტელევიზიასთან განთავსებულ „საკნებს“ შეაფარა თავი. ამის შემდეგ „კარვებთან“ მოგროვდა დაახლოებით 7-8 საპატრულო მანქანა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იქცეოდნენ გამომწვევად და, სავარაუდოდ, მათ სურდათ მომიტინგეების პროვოკაციაზე წამოგება. ერთ-ერთმა პატრულმა ჰაერშიც კი გაისროლა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში გასროლილი ტყვიის მასრას ეძებენ, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

„საბოლოოდ, ჩვენ მათ ავუხსენით, რომ არ იყო საჭირო დაძაბულობა და ამის შემდეგ ისინი უკან გაბრუნდნენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ტელევიზიასთან იმყოფებოდა „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც, რომელმაც  ტერიტორია უკვე დატოვა.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ დაჩი ცაგურიამ განუცხადა, რომ მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი იმყოფებოდნენ გადაცემა „საკანში“, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და სახლებში ცალ-ცალკე ბრუნდებოდნენ, როდესაც მელორ ვაჩნაძეს თავს დაესხნენ „ჯიპში“ მსხდომი ნიღბიანები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ისინი იარაღის მუქარით მანქანიდან მის გადმოყვანას ცდილობდნენ.

დაჩი ცაგურიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელებმა სროლაც ატეხეს, ვაჩნაძემ მათგან თავის დაღწევა მოახერხა და ტელევიზიასთან არსებულ „საკნებს“ შეაფარა თავი. ცაგურიას მტკიცებით, თავდამსხმელებმა „საკნებთანაც“ ისროლეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

                                                                                          წყარო „ინტერპრესნიუსი“    

ახალი ამბები