კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადება

22 ოქტომბერი, 2007

ხელისუფლება ხალხის დაშინებას ცდილობს

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC) შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ თბილისში, 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს: ირაკლი ჯაფარიძეს, გიორგი მესტუმრიშვილს, ირაკლი გაფრინდაშვილს და ირაკლი ჩუხუას ოცდღინი პატიმრობა შეეფარდათ.

ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ დააპატიმრა იმ დღეს შექმნილი მოძრაობის წევრები, რომლებიც მშვიდობიან აქციას მართავდნენ და პრეზიდენტისგან სიკვდილის ბრიგადების დასჯას მოითხოვდნენ, მიანიშნებს ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობაზე და ამასთან იმაზეც, რომ ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების მიმართ განსაკუთრებული შიში აქვს.

მოძრაობა ,,ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ”-ის აქტივისტები  ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა) გაასამართლეს, რის შემდეგაც მათ ოცდღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC) მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედება არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და მიზნად მოსახლეობის დაშინებას ისახავს.

ახალი ამბები