კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება

1 ნოემბერი, 2007
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება
ხელისუფლების საქციელი უპრეცენდენტოა

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2 ნოემბრის მიტინგზე მომავალთათვის  დაბრკოლებების შექმნა, მანქანის გასაღებების, ტექნიკური პასპორტების ჩამორთმევა, საბურავების დაჭრა და მძღოლებისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენება არის ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების უხეში დარღვევა. შეიძლება ითქვას, რომ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ასე აშკარად და სახალხოდ მიდის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თვალსაზრისით, ხელისუფლების ამგვარი ქმედება მიუთითებს მის სისუსტეზე, ასევე იმაზეც, რომ მთავრობას ეშინია მშვიდობიანი მანიფესტაციის და არ შეუძლია საკუთარ ხალხთან  დიალოგი. ამას ადასტურებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის  გაუჩინარების ფაქტიც. 

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და მისცეს ხალხსა და ოპოზიციურ პარტიებს მშვიდობიანი მიტინგის ჩატარების საშუალება. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თვალსაზრისით, ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა რადიკალურმა ნაბიჯებმა საზოგადოებაში შეიძლება გაუთვალისწინებელი პროცესების პროვოცირება გამოიწვიოს, რაც სავალალო შედეგებით დასრულდება.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მიიღონ ზომები და გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის რომ პროცესები უმართავი არ გახდეს. 



ახალი ამბები