კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის

კონკურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის

            (სტუდენტებისთვის ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან)

ძვირფასო მეგობრებო,

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC) აცხადებს კონკურს ახლაგაზრდა ჟურნალისტებისთვის.

თუ თქვენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ხართ და გაინტერესებთ სოციალურ-პოლიტიკური საკითხები ან ადამიანის უფლებები, ეს კონკურსი სწორედ თქვენთვისაა.

ჩვენ გვჭირდება რეალურ ამბებზე დაფუძნებული სტატიები, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს შეეხება, მათ შორის დევნილთა ცხოვრებაზე, ქართულ-აფხაზურ შერეულ ოჯახებზე ან აფხაზეთიდან დევნილ ხანდაზმულ ადამიანებზე. ასევე ამ კონკურსის ფარგლებში მომზადებული სტატიების თემები შეიძლება იყოს: ქართულ-აფხაზური კულტურა, მოგონებები და მომავლის ხედვა. ყოველივე ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენთვის ყველაზე მისაღები ფორმით: სტატია, რეპორტაჟი, ინტერვიუ და ა.შ.

გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები!

საუკეთესო სამი სტატიის ინგლისურ-ქართული ვარიანტი განთავსდება ჩვენს საიტზე: www.HumanRights.ge გარდა ამისა, გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრში” (HRIDC), კერძოდ კი ცენტრის ონლინ ჟურნალში www.HumanRights.ge

სტატიების ჩაბარების ბოლო ვადაა 2007 წლის 30 ნოემბერი.
გთხოვთ, სტატიები გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: nino@hridc.org ან antonina.paplinska@gmail.com

დამატებითი ინფომაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 37 69 50

გისურვებთ წარმატებებს!