ხვალ, 8 მაისს, 14 საათზე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გურჯაანის ოფისი
კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრაში მონაწილეობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვადასხვა ოპოზიციური, პოლიტიკური პარტიების დეპუტატობის კანდიდატები.
კანდიდატები უპასუხებენ მესმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს კახეთის რეგიონში მედიისა და ადამიანის უფლებების პრობლემებთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართება ქ. გურჯაანში, ნონეშვილის ქ. N 2-ში, წიგნის სახლის მე-3 სართულზე.